"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის შეფასებით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, არჩევნების დროს გამოყენებული ფულიც იყოს.
მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ლარი გამყარდეს.
"რეალურად, ქვეყანაში არ არის არც იმის საფუძველი, რომ ლარი გამყარდეს. არ არის სავალუტო შემონატანები, ტურიზმი პრაქტიკულად ნულამდეა დასული. ქვეყნის ეკონომიკა არის უკან წასული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ, ისიც არის, რომ საარჩევნოდ უამრავი ფული გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ამანაც ითამაშა როლი ამ კურსის ამგვარ დრამატულ ვარდნაში,"- განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბრისთვის ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. მხოლოდ დოლართან და ევროსთან მიმართებით ცვლილება პლუს 4-4 თეთრს შეადგენს. მონაცემები საგრძნობლად მაღალია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკის მიხედვით.