24 აპრილი 2024,   00:27
ვრცლად
დაძაბულია ვითარება მთიან ყარაბაღში - ილჰამ ალიევის ინფორმაციით აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 16 სოფელი გაათავისუფლა 

კვლავ დაძაბულია ვითარება მთიან ყარაბაღში. სომხური მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით გრძელდება. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ამბობენ, რომ აზერბაჯანმა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა დაკარგა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება აზერბაიჯანიც. ილჰამ ალიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 16 სოფელი გაათავისუფლა.

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, არ აღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, მხარეები კონფლიქტის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები