18 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცავს - აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი რუსეთის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებში დონალდ ტრამპს მნიშვნელოვნად აჯობა, ბევრმა ლიდერმა მიულოცა გამარჯვება.

თუმცა, როგორც BBC-ს წერს, ყველას არ უჩქარია დემოკრატი ლიდერისთვის წარმატება მიელოცა - მათ შორის არის ვლადიმერ პუტინიც.

რუსეთის პრეზიდენტი 4 წლის წინ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა ამჯერად ჯო ბაიდენის შესახებ არც "ტვიტერზე" დაუწერია რამე და არც თეთრ სახლში დაურეკავს.

"ჩვენი აზრით, სწორი იქნება, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაველოდოთ," - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა.

თუმცა, მოსკოვში BBC-ს ჟურნალისტის,  სტივ როზენბერგის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსკოვს არჩევნების შედეგები არ გაუხარდა და მილოცვამაც სწორედ ამიტომ დააგვიანა.

ჯო ბაიდენი მოსკოვს ხშირად ხმამაღლა აკრიტიკებს და რუსეთს ამერიკისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს.

მისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი რუსეთსა და ვლადიმერ პუტინს იშვიათად აკრიტიკებს. ამასთან, რუსეთს ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

დღის ამბები