25 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
ახლოვდება თუ არა პანდემიის დასასრული - ახალი ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა, შესაძლოა, მარტიდან იყოს ხელმისაწვდომი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, უნგრეთსა და ბელგიაში ღამით გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. რეკორდული ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სახელმწიფოების ნაწილი რეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ევროპაში უკვე კორონავირუსის ვაქცინაზე საუბრობენ. კვლევის შუალედური შედეგებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ის ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია "ბიოტექმა" და გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია "პფაიზერმა" ერთობლივად შექმნეს.

დღის ამბები