25 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
სომხეთის ოპოზიცია "ეროვნული გადარჩენის კომიტეტს" ქმნის და პრემიერის გადადგომას მოითხოვს

სომხეთის ოპოზიციამ "ეროვნული გადარჩენის კომიტეტის" შექმნის შესახებ განაცხადა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ ოპოზიციური პარტია "დაშნაკცუთიუნის" წარმომადგენლებმა ერევანში მიმდინარე მიტინგზე განაცხადეს.

"ნიკოლ ფაშინიანი მოღალატეა, რადგან მან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას დათანხმდა," - განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა მიტინგზე.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ერევანში 17 პარტიის ორგანიზებით მიტინგი იმართება. თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები სკანდირებენ "ნიკოლ მოღალატე" და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მიტინგზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მცირე შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.

 

დღის ამბები