20 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდა - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელით მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი საკითხის საბოლოო გადაწყვეტას არ გულისხმობს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანსა და სტეფანაკერტს შორის სახმელეთო კავშირის უსაფრთხოებას რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ.

დღეს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთში მდებარე, აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან.

აქცია მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუთის მცხოვრებლებმა მოაწყვეს, ისინი საკუთარი მიწის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

დღის ამბები