საფრანგეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო, მისი ამჟამინდელი ფორმით გააკრიტიკა. როგორც ემანუელ მაკრონმა გამოცემა Grand Continent-თან ინტერვიუში განაცხადა, ამ დროისთვის უშიშროების საბჭო "არანაირ სასარგებლო გადაწყვეტილებას არ იღებს".
მისივე თქმით, ევროპას უფრო მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება, მათ შორის თავდაცვის საკითხებში.
"ჩვენ უნდა განვაგრძოთ საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ამას აკეთებს შეერთებული შტატები საკუთარი თავისთვის, ისევე როგორც ჩინეთი აკეთებს ამას საკუთარი თავისთვის," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.