წყალდიდობაა კოლუმბიაში - სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. საგანგებო რეაგირების ჯგუფებს უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები თავშესაფარში გადაჰყავთ.
წყალდიდობამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა და ცენტრალური მაგისტრალები.
სინოპტიკოსები მომდევნო 30 დღის განმავლობაში ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან. მოსალოდნელი საფრთხის გამო ჩოკოსა და ატლანტიკოს პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ სახლებს ტოვებს და თავშესაფარში გადადიან.