19 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
ერევანში ისევ პროტესტია - დემონსტრანტების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, ნაწილი კი მხარდაჭერას უცხადებს 

ერევანში ისევ პროტესტია. სომხეთის დედაქალაქში შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, ნაწილმა კი ქვეყნის პრემიერ მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დამატებითი ჰუმანიტარული ცენტრები იდგმება. ადგილზე სადაც თითქმის 2 თვის განმავლობაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ახლა რუსული სამხედრო ძალები პატრულირებენ.

ევროკავშირი კი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება.

დღის ამბები