20 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ს ყოფილი ოფიცერი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ოფიცერი რუსეთისთვის ჯაშუშობისთვის დააკავეს. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში დავალებით იმყოფებოდა და რუსეთის აგენტებს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ზიბინსი რუსეთის სასარგებლოდ წლების განმავლობაში ჯაშუშობდა. ის ბრალს აღიარებს. 45 წლის ყოფილ ამერიკელ ოფიცერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ის სასამართლოს წინაშე თებერვალში წარდგება.

დღის ამბები