სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეოსი 90 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
პატრიარქი 4 ნოემბრიდან საავადმყოფოში მკურნალობდა, გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია მისი მდგომარეობის დამძიმების შესახებ, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო გადაყვანილი.
პატრიარქი ირინეოსი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი 2010 წლიდან იყო.