19 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ის თავდაცვის მინისტრად 2018 წელს დაინიშნა.

მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ერთ-ერთი მრჩეველი დაიკავებს. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე ათასობით სომხეთის მოქალაქე იკრიბება.

პარალელურად, აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ. აღდამი ერთ-ერთია იმ რაიონებიდან, რომელიც სომხურ ჯარებს სამშვიდობო შეთანხმებით უნდა დაეტოვებინათ.

დღის ამბები