რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა ლტოლვილების დაბრუნება და სისხლისღვრის პრევენციაა.
სერგეი შოიგუს თქმით, მათი დელეგაცია სომხეთში დიდი გეგმით ჩავიდა და მისი განხორციელების იმედი აქვთ. ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა და სერგეი შოიგუმ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყარაბაღის ტერიტორიაზე ოფიციალურმა მოსკოვმა 23 სადამკვირვებლო პოსტი განალაგა. სამხედრო მოსამსახურეები სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას და ლაჩინის დერეფანს აკონტროლებენ. კონფლიქტურ რეგიონში რუსი სამხედროების განლაგება 2 დღის წინ დასრულდა.