01 დეკემბერი 2020,   00:40
ვრცლად
რუსეთი ბრიტანეთს "მაგნიტსკის საქმესთან" დაკავშირებით საპასუხო სანქციებს უწესებს   

"მაგნიტსკის საქმესთან" დაკავშირებით, რუსეთმა ბრიტანეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციები აღნიშნულ პირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.

ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა. მისი თქმით, ეს პასუხია 2020 წლის ივლისში ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის მისამართით განხორციელებულ არამეგობრულ ქმედებებზე.

მიმდინარე წლის ივლისში გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

დღის ამბები