17 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
რუსეთის სამხედრო ძალები მთიან ყარაბაღში მობილიზებას განაგრძობენ - სომხეთში რუსი სამხედრო ინჟინრების დანაყოფი და სამხედრო ტექნიკა ჩავიდა

რუსეთის სამხედრო ძალები მთიან ყარაბაღში მობილიზებას განაგრძობენ. გამთენიისას სომხეთში რუსი სამხედრო ინჟინრების დანაყოფი და სამხედრო ტექნიკა ჩავიდა.

რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებას მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ფიქრობს, რომ თუკი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, მთიან ყარაბაღში ორივე ქვეყნის მოქალაქეები მშვიდობიანად თანაცხოვრებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეჩერდა, შედეგად სომხეთის პრემიერ მინისტრი ვალდებული გახდა დათანხმებოდა მისივე განმარტებით "წარმოუდგენლად მტკივნეულ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთვევაში სომხეთის არმია, სრულიად დაკარგავდა მთიან ყარაბაღზე კონტროლს".

სომხეთში პაშინიანის გადაწყვეტილებამ პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთის კაპიტულაციად მიიჩნევს და ნიკოლ პაშინიანის გადადგომას მოითხოვს, ერევანში საპროტესტო აქციები ქვეყნის პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღის ამბები