20 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებას დეკემბერში გეგმავენ

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონს უახლოვდება. მონაცემების მატების პარალელურად, ქვეყნები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ემზადებიან.

შეერთებულ შტატებსა და გერმაიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ვაქცინაციის პროგრამა დეკემბერში დაიწყონ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა, სავარაუდოდ, იანვარში დაიწყება.

თვითიზოლაციის წესების შეცვლას გეგმავს გაერთიანებული სამეფო. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის თვითიზოლაცია სავალდებულო აღარ იქნება და მათ 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ტესტი ჩაუტარდებათ.

დღის ამბები