23 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
რუსეთის სამხედრო ძალებმა შუშასა და სტეპანაკერტში 45 ტონა სამშენებლო მასალა შეიტანეს

მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისია გრძელდება. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შუშასა და სტეპანაკერტში 45 ტონა სამშენებლო მასალა შეიტანა, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ომის შედეგად დაზიანებული და დანგრეული ქალაქების ინფრასტრუქტურის აღდგენა.

9 ნოემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთის შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთში შეაფასეს, როგორც ქვეყნის კაპიტულაცია.

უკმაყოფილო საზოგადოება ერევნის ცენტრში აქციებს მართავს და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.

დღის ამბები