23 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
კალიფორნიაში ბაპტისტურ ტაძარში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა

შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ რამდენიმე პირს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.

თავდასხმის დროს ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა. ტაძარს უსახლკარო პირები სიცივისგან დასაცავად თავს აფარებდნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები