16 იანვარი 2021,   01:42
ვრცლად
ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის ვინც ხალხის ნდობა მიიღო მანდატი არა მხოლოდ პრივილეგია არამედ ვალდებულებაა - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდი საკუთარ გეგმებზე უარის თქმას, არ აპირებს და ოპონენტების პოზიციის მიუხედავად იმედოვნებენ, რომ უცხოელი ფასილიტატორების მეშვეობით, ოპოზიციასთან შეთანხმება საბოლოო ჯამში მაინც შედგება.

უმრავლესობა აქცენტს ამჯერადაც ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობაზე აკეთებს და ოპონენტების პოზიციას არასწორად მიიჩნევს.

"ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც ხალხის ნდობა მიიღო, მანდატი არის არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ ვალდებულება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს უალტერნატივოდ შესასრულებელი ფუნქცია, რომელიც აუცილებლად უნდა იტვირთონ ოპოზიციურმა პარტიებმა. ამაზე უარის თქმა და ბოიკოტირება, სწორი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებას," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები