24 იანვარი 2021,   06:32
ვრცლად
ოპოზიცია "ლელოს" ოფისში დღეს სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს - ხელისუფლების ოპონენტები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან

რა იქნება ის "საჭირო კომპრომისი", რომელზეც ევროპარლამენტარები საუბრობენ ჯერ ისევ გაურკვეველია. დაპირისპირებული მხარეები საკუთარი პოზიციის შეცვლაზე უარს აცხადებენ და დარწმუნებული არიან, რომ სიმართლე მათ მხარესაა.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების დიდი პატივისცემის მიუხედავად მათთვის პრიორიტეტი ქართველი ხალხია და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მორიგი შიდა ოპოზიციური კონსულტაციები დღეს "ლელოს" ოფისში შედგება.

"ჩვენ ვართ დასავლური ოპოზიცია, რომელსაც გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ კავშირების შენარჩუნება, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ როგორც ერთი რიგითი ამ ქვეყნის პოლიტიკოსი უპირველეს ყოვლისა მე ანგარიშვალდებული ვარ ჩემს ამომრჩეველთან, იმ ხალხთან, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა 31 ოქტომბერს, რომელიც შემდეგ მას მოპარა ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ამ მოპარული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს 4 წლიან ლეგიტიმაციას ჩვენ ვერ გავუწევთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ.

როგორც "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიციური პარტიები სამომავლო ნაბიჯებსა და გეგმებზე იმსჯელებენ.

"განვიხილავთ სამომავლო ნაბიჯებს იმისა, თუ რა უნდა იყოს ოპოზიციის გადაწყვეტილებები, მომდევნო გეგმები და მიდის პოზიციების შეჯერება და კოორდინაცია, რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესი, ვინაიდან დღეს ასეთ ჭრელ ოპოზიციურ სპექტრში კოორდინაცია და პოზიციების დაახლოვება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ყველაზე მთავარი მიზანი რის გარშემოც ვართ გაერთიანებული - ხელახალი არჩევნები დაინიშნოს დროზე და ეს პროცესი მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ წარიმართოს," - აღნიშნა "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა საბა ბუაძემ.

დღის ამბები