19 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
კომპანია "ტესლას" გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეითსს გადაუსწრო

კომპანია "ტესლას" გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში "მაიკროსოფტის" დამფუძნებელ ბილ გეითსს გადაუსწრო.

ბოლო მონაცემებით, ილონ მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. გასულ კვირას კომპანია "ტესლას" შემოსავლები 10 პროცენტით გაიზარდა, რამაც ილონ მასკის ქონება 127,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მილიარდერთა სიაში ლიდერობს ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.

"ბლუმბერგის" მონაცემებით, ბილ გეითსი 127,7 მილიარდი დოლარის მფლობელია და ეს ციფრი გაცილებით მაღალი იქნებოდა, გეითსი შემოსავლების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე რომ არ ხარჯავდეს. 

დღის ამბები