25 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
პანდემიის გამო საშობაოდ მსოფლიოში შეზღუდვები მკაცრდება - სხვებისგან განსხვავებით საფრანგეთი რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პარალელურად შეზღუდვები მკაცრდება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შობისა და ახალი წლის დღეებში 01:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. გარდა ამისა, შეიზღუდება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

შეზღუდვები მკაცრდება ფინეთის დედაქალაქშიც. ჰელსინკში სკოლები, ბიბლიოთეკები და საცურაო აუზები დაიხურება.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით სამ დღეში საშობაო სამზადისისთვის შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას იწყებს საფრანგეთის მთავრობა. ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 15 დეკემბრიდან კარანტინიც მოიხსნას.

 

დღის ამბები