24 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
დიასპორის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში - საგარეო უწყების ორგანიზებით თემაზე კიდევ ერთი ონლაინ განხილვა შედგა

კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესახებ პირველი რეგიონული კონფერენციის მეორე დღე. ონლაინ ფორმატით მიმდინარე შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა.

უწყებას კონფერენციაზე მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი წარმოადგენს. შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ექსპერტები, ასევე, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

"ვმასპინძლობთ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას ემიგრაციისა და დიასპორის ჩართულობაზე კერძო სექტორის განვითარებაში, რომლის დროსაც თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებზე განხილული იქნება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების როლი სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების საქმეში. კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ექსპერტები, ასევე პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები