გემის გადაბრუნების შედეგად ესპანეთის სანაპიროსთან 4 მიგრანტი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორტზე 35 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე გრძელდება სამძებრო ოპერაცია.