18 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
ლიონში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა  

ლიონში პოლიციასა და უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი საკანონმდებლო ინიციატივის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი პოლიციის უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს.

კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით. კანონპროექტის მოწინააღმეგეები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. 

დღის ამბები