20 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის შეწყალების განკარგულებას.

პრეზიდენტის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დანიშნული მაიკლ ფლინი რამდენიმე კვირაში გადადგა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეცდომაში შეიყვანა რუსეთის იმჟამინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბრების შესახებ.

მოგვიანებით ფლინმა აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებს, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდნენ.

"ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ გენერალი ფლინი სრულად შეწყალებულია," - დაწერა "ტვიტერზე" აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი მაიკლ ფლინს და მის ოჯახს ულოცავს და დასძენს, რომ შესანიშნავად შეძლებენ მადლიერების დღის აღნიშვნას.

დღის ამბები