20 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
მსოფლიო ლეგენდას ემშვიდობება - არგენტინელ გენიოსს დიეგო მარადონას მისი ბავშვობის მეგობარი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს

მსოფლიო ლეგენდას ემშვიდობება - არგენტინელი გენიოსს გული გუშინ 60 წლის ასაკში გაუჩერდა. სკანდალურმა დიეგო მარადონამ, თავისი კარიერის მანძილზე 491 მატჩი ჩაატარა და 259 გოლი გაიტანა, მათ შორისაა ხელით გატანილი, რომელსაც თავად მარადონამ "ღმერთის ხელი" უწოდა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ტრანსფერების მსოფლიო რეკორდი და კოკაინი - სწორედ ნარკოტიკების გამო მოუწია დიეგო მარადონას 37 წლის ასაკში დიდი ფეხბურთიდან წასვლა. პირველი ინფარქტი მარადონამ 2004 წელს გადაიტანა. 

ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალებას გლოვობს მთელი მსოფლიოს სპორტული სამყარო.

"შევხვდებით და ერთად ვითამაშებთ ზეცაში", - ამ სიტყვების ავტორი პელეა. თავად მარადონას რჩეული სპორტსმენი ლიონელ მესი კი დღეს ამბობს, რომ მარადონას მსგავსი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა და ის მსოფლიო ლეგენდად დარჩება.

"ყველაფრისათვის მადლობა, დიეგო" - ეს ბარსელონას გუნდის მიმართვაა, სადაც მარადონა თამაშობდა.

ნაპოლის გუნდმა კი თქვა: "ყველა ჩვენს სიტყვებს ელოდება, მაგრამ რა სიტყვებით შეიძლება ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ახლა გლოვის დროა." სწორედ დღეს გადაწყდა რომ იტალიის ამ ქალაქში მდებარე "სან პაოლოს" სტადიონს მარადონას სახელი დაერქვა. 

დიეგო მარადონა ბრაზილიელ პელესთან ერთად, საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული.

დღის ამბები