სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ინიციატივას მხარი მხოლოდ 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 დეპუტატი არ დაეთანხმა, ორმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს. მისი წინააღმდეგი, ძირითადად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.
შეგახსენებთ, სომხეთში საომარი მდგომარეობა სექტემბრის ბოლოდან მოქმედებს.