აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ქუთაისის მერიისგან დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.
მათი თქმით, მერია რეაბილიტაციის სერვისს მომავალ წელს სრულად ვერ აფინანსებს და მშობლებს 10 პროცენტიანი თანადაფინანსება შესთავაზეს, ამის მიზეზად კი პროგრამაში მომლოდინე ბავშვებს ასახელებენ. მშობლები ამ შეთავაზების წინააღმდეგი არიან.
მშობლების განცხადებით მათ თავად არ აქვთ თანხის გადახდის შესაძლებლობა და მერიას იმ პროექტებიდან თხოვენ თანხის დამატებას, რომლებიც პანდემიის გამო ქუთაისში ვერ ტარდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 138 ბავშვი და დაფინანსებას 37 ბავშვი ელოდება.