25 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
ბიზნესის 70 %, ვისაც შეზღუდვები პირდაპირ ან ირიბად შეეხო, ჩამოიშლება - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რას ელოდება ქვეყანა შეზღუდვების ახალი პაკეტით - უკვე მეორედ, მოსახლეობა ცხოვრების ახალ წესზე გადადის, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ახალ დარტყმას ბიზნესზე. ობიექტების ნაწილი, რომლებიც მსოფლიო პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ, მუშაობას აჩერებს, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

მომდევნო ორი თვის გეგმა უკვე გაწერილია და ახალი სცენარით მოქმედებას მთავრობა უკვე ხვალიდან, 28 ნოემბრიდან დაიწყებს. "კურიერი" დაინტერესდა, როგორ აღიქვამენ მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვები ეკონომიკისთვის ცუდია, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად - აუცილებელი. 

ბიზნესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შეზღუდვები ბიზნესის ყველა სფეროზე ნეგატიურად იმოქმედებს. 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ შეზღუდვები განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება მცირე ზომის სადისტრიბუციო კომპანიებზე, რომელთაც, შესაძლოა, ქსელში ჩაშვებული ფულიც ვერ ამოიღონ. 

"გადაწყვეტილება შეზღუდვებთან დაკავშირებით არის იმ არასწორი პოლიტიკის გამოძახილი, რომელიც აწარმოა ჯანდაცვის სფერომ და, კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა. ამას მოჰყვება გაზრდილი უმუშევრობა - არავინ არ თქვას, რომ რომელიმე სფეროში იქნება კარგი სიტუაცია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ დაარტყამს სარესტორნო სფეროს, მცირე და საშუალო ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნესში ვგულისხმობ მცირე ზომის მაღაზიებს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცირე ზომის სადისტრიბუციო კომპანიებზე, რადგანაც მილიონობით ლარია ჩალექილი ქსელში, რომელიც შეიძლება კომპანიებმა ვერ ამოიღონ.

ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჩერებს მოძრაობას და ეს ჯაჭვურ რეაქციაშია მცირე და საშუალო ბიზნესთან, რადგანაც დასაქმებულები, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებენ პუნქტამდე მისვლას,"-განაცხადა ივა ჭყონიამ. 

"რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ არსებული ბიზნესის 70 %, რომელთაც ეს შეზღუდვები პირდაპირ ან ირიბად შეეხო, ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. 

"ხვალიდან 250 000-მდე ადამიანი იქნება უმუშევარი, რომელსაც არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მინიმალური დღიური სარგებელი, რასაც იღებდა მუშაობის შემთხვევაში. ეკონომიკა ურთულეს სიტუაციაში იქნება და, საბოლოოდ, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, დაახლოებით, 70% არსებული ბიზნესისა, ვისაც ეს შეეხო და არ შეეხო, მაგრამ ირიბად დაკავშირებულია ამ ბიზნესებთან, იქნება ჩამოშლილი. დრეს თუ ვინმე რესტორანში ასაქმებს 20 ადამიანს, მიტანის შემთხვევაში დაასაქმებს, მაქსიმუმ, სამს,"-განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

დღის ამბები