20 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
ყველაზე ცუდი რაც ხდება ეს პანიკაა, პაციენტების 80-90%-ში ჯერ მათი ფსიქოლოგიური დამუშავება გვიხდება - პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე

პულმონოლოგ კახა ვაჭარაძის განცხადებით, დღეს პანდემიის ფონზე ყველაზე ცუდი რაც ხდება, პანიკაა.

ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტატისტიკით დღეს რესპირატორული სიმპტომები პირველ ადგილზეა.

"დღეს ყველაზე ცუდი რაც ხდება, ეს პანიკაა. ჩვენი პაციენტების 80-90%-ში ჯერ მათი ფსიქოლოგიური დამუშავება გვიხდება და ამის შემდეგ ვიწყებთ მათ კლინიკურ გამოკვლევას. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ძალიან რთულია მისი განსაზღვრა, რადგანაც საქართველოს ასეთი მძიმე პანდემია არასოდეს ჰქონია და გამოცდილებაც არ ყოფილა. 

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკით დღეს რესპირატორული სიმპტომები პირველ ადგილზეა, ეს ასეა, რადგანაც ვირუსის შეჭრის გზები ცხვირ-ხახაა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ორგანოები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია და დაზიანებული არ არის, ამ შემთხვევაში, ქვედა სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელება ნაკლებია. 

რაც შეეხება სუნთქვის უკმარისობას, დღეს ჩვენ მის მონიტორინგს ძალიან კარგად ვაკეთებთ და პაციენტები განსაკუთრებით მშვიდდებიან, როდესაც მათ პერიფერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობას განსაზღვრავენ. როდესაც პაციენტი ხედავს, რომ მისი მაჩვენებელი             94%-ს ასცდა, მას მომენტალურად ეხსნება სუნთქვის პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ შემთხვევათა დაახლოებით 95%-ში ინფექცია საშუალო და მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, ეს ის შემთხვევებია, რომლებიც გართულებების გარეშე მთავრდება, თუმცა ჩივილები თვით გადატანილი კოვიდის შემდეგაც კი 2 კვირის შემდეგაც გრძელდება, თუმცა ეს ჩივილები ბევრად მსუბუქია, ვიდრე კოვიდიან პაციენტებში," - აცხადებს კახა ვაჭარაძე.

 

დღის ამბები