დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსს უკვე 10 ექიმი ემსხვერპლა.
"სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი კოლეგა ამ ვირუსთან ბრძოლას შეეწირა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები გვაქვს. ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც ვეწირებით ამ ბრძოლას. უკვე დაახლოებით 10 ჩემი კოლეგა შეეწირა ამ ბრძოლას," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსს დღეს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა - ვირუსით კლინიკა "იმედის" თანამშრომელი გარდაიცვალა.
ზაზა იმერლიშვილი მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და მას სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. ლეტალურ შემთხვევას სამედიცინო დაწესებულებაშიც ადასტურებენ.