შესაძლოა, ელფები საშობაოდ უმუშევრები დარჩენენ. ლაპლანდიელ სანტასთან სტუმართა 90%- მა ვიზიტი გააუქმა.
როვანიემის ბავშვობის ოცნების ასასრულებლად და სანტა კლაუსთან შესახვედრად ყოველწლიურად 500 000 ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. წელს კი შობა განსხვავებულად ჩაივლის.
სანტა კლაუსი ბავშვებს ჰპირდება, რომ პანდემია ვერ დააბრკოლებს და ყველას ესტუმრება. მათ საშობაო განწყობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სტუმრებს კი ჰპირდება, რომ როვანიემში უსაფრთხო გარემოს დაახვედრებს, სადაც პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა წესი დაცული იქნება.