20 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს

სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს. არმენ სარქისიანის თქმით,ერთადერთი ცივილური გამოსავალია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დამარცხების შემდგომ, ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტი ეროვნული შეთანხმების დროებითმა მთავრობამ შეცვალოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსკოვში სომხურ დიასპორასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმების შემდეგ სომხეთის მინისტრთა კაბინეტი რამდენიმე წევრმა დატოვა, თავად ნიკოლ ფაშინიანი კი აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.

დღის ამბები