არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის წინააღმდეგ ჩვენება "კურიერის" ინფორმაცით, მეუღლემაც მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულის და ბავშვების დედის საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა. ჩანაწერში ისმის, როგორ აიძულებს ბავშვებს მამა, რომ მოწყალების გზით შეგროვებული ფული მას მიუტანონ, ასევე ისმის დედის ხმა, რომ შეიცოდოს ბავშვები, ამის შემდეგ კი ისმის, როგორ ემუქრება მამაკაცი ცოლს რომ შვილს მოუკლავს.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახში მხოლოდ ცოლი მუშაობდა, ხოლო ბრალდებულ 38 წლის მამაკაცის შესახებ ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
დაკავებული 38 წლის მამაკაცის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი აქვს. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, არ აღიარებს ბრალს. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმომეცა საქმის მასალები, აღკვეთი იყო და შეფარდებული აქვს პატიმრობა. აღკვეთის გასაჩივრებას არ ვაპირებთ. უმუშევარია, საკმაოდ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ამტომ უმუშევარი იყო“ - ამბობს ადვოკატი, სოფო გოგლიჩიძე.