23 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
აშშ-ს უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ ორ ოლქში ხმების გადათვლა დაასრულა და გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა

ამერიკაში უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ ორ ოლქში ხმების გადათვლა დაასრულა და გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. გადათვლის შედეგები დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯოზეფ ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, საყოველთაო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს, რის შედეგადაც ბაიდენი საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმას აიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართა ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტრამპი სასამართლოში შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

დღის ამბები