19 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
ექიმის თქმით, 19 წლის პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, გვიან მიმართა

კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. 

19 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა. პაციენტი გერმანულ კლინიკაში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი განმარტავს, რომ პაციენტი ჰოსპიტალიზაციისთანავე მძიმე მდგომარეობაში იყო და ანამნეზი იყო საკმაოდ მძიმე. ექიმების გამცხადებით, მას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ექიმი განმარტავს, რომ პაციენტს თანმდევი დაავადება ჰქონდა, რომელიც სათანადოდ არ იყო მართული.

"ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაიწყო გაიდლაინით გათვალისწინებული პირველადი დახმარება, ხდებოდა პაციენტის დესატურაცია, შეფასებული იყო კრიტიკულად. კორონავირუსის გართულება გამოიწვი თანდართულმა დაავადებამ. ვარაუდი შეიძლება იყოს იმისა, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, მაგრამ ჩვენთან რომ მძიმე მდგომარეობით იყო მოსული, ამას გიდასტურებთ კიდევ ერთხელ,"- აცხადებს გერმანული ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დიაბეტი ჰქონდა და კლინიკაში გადაყვანამდე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა. 

კოვიდსასტუმროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მისი დაუყოვლებლივ ჰოსპიტალიზაცია მოხდა. 

დღის ამბები