24 იანვარი 2021,   07:56
ვრცლად
2021 წლიდან პენსიები იზრდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან - ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

პრესსამსახურის ცნობით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მილიონი ლარი (გაზრდილია 370 მილიონი ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

კანონის პროექტით, 2021 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.

დღის ამბები