25 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
აშშ-ში კოვიდინფიცირებულების ახლო კონტაქტებისთვის საკარანტინო პერიოდი 14 დღიდან 7-10 დღემდე შემცირება იგეგმება 

თურქეთში მე-9 დღეა კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 190 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მონაცემების მატების გამო შეზღუდვებს ამკაცრებს ზოგიერთი სახელმწიფო.

შესაძლოა ზამთრის კურორტებზე თხილამურებით სრიალი აიკრძალოს ავსტრიაში. ბრიტანეთში კი ერთ თვიანი საყოველთაო კარანტინის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. კერძოდ, გაიხსნება მაღაზიები, სპორტული დარბაზები, სალონები და სხვა დაწესებულებები.

ჰოსპიტალიზების რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია შეერთებულ შტატებში. ამასთანავე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცვლილებებს გეგმავს კოვიდპანდემიის გაიდლაინში. ინფიცირებულების ახლო კონტაქტებისთვის საკარანტინო პერიოდი 14 დღიდან 7-10 დღემდე შემცირდება. 

დღის ამბები