26 აპრილი 2024,   01:14
ვრცლად
სამთო-სათხილამურო კურორტები საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში საშობაო არდადეგებზე არ გაიხსნება

ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტები საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში საშობაო არდადეგებზე არ გაიხსნება, ანუ, ზამთრის ტურისტული სეზონი ამ ქვეყნებში 2021 წლის იანვრის ბოლომდე დახურული იქნება.

ასევე, არაა გამორიცხული, კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით, ეს შეზღუდვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე გავრცელდეს.

საფრანგეთის მასშტაბით სრული ლოკდაუნის შემდეგ პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა 20 იანვრიდან იგეგმება, თუმცა, ამ დროსაც კი შესაძლოა მთის კურორტები დახურული იყოს. ჩამოთვლილი ქვეყნების პოზიციას არ იზიარებს ავსტრია, შვედეთი და შვეიცარია, სადაც აცხადებენ, რომ წელს სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიიღებენ.

დღის ამბები