20 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ვენესუელაში - ქვეყნების დიდი ნაწილი შედეგების აღიარებას არ აპირებს

მიუხედავად ოპოზიციური ძალების მხრიდან ბოიკოტისა, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები მაინც მიმდინარეობს. არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიქვამს, როგორც ნიკოლას მადუროს კიდევ ერთ მცდელობას, ხელში ჩაიგდოს სახელისუფლო ძალაუფლების კიდევ ერთი შტო - პარლამენტი.

ვენესუელის ოპოზიციაში, რომელსაც სათავეში ხუან გუაიდო უდგას, აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ წინასწარ გააყალბა.

მიმდინარე არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ, მათ შორის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა, მისი აღიარება არ მოხდება.

დღის ამბები