20 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
ნიუ-იორკის აეროპორტში მოსკოვიდან ჩაფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის გამო დააყოვნეს

ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მოსკოვიდან ჩაფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი რამდენიმე საათით დააყოვნეს. განხორციელდა მოსკოვი–ნიუ-იორკის რეისის 250-მდე მგზავრის ევაკუაცია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო ძაღლების დახმარებით ყველა მგზავრი და ბარგი შეამოწმეს. მგზავრებს ნიუ-იორკში ჩაფრენიდან სამი საათის განმავლობაში აეროპორტის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. მომხდარის გამო რამდენიმე საათით გადაიდო ნიუ-იორკი-მოსკოვის ავიარეისი.

კენედის აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტიის" ინფორმაციით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

დღის ამბები