23 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადამდგარი გენერლის დასახელებას გეგმავს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადამდგარი გენერლის, ლოიდ ოსტინის, დასახელებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

სენატის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში ლოიდ ოსტინი პენტაგონის პირველი ფერადკანიანი ხელმძღვანელი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის პოსტი ლოიდ ოსტინს უკვე შესთავაზა და ისიც დასთანხმდა. ლოიდ ოსტინი 2013-2016 წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა.

დღის ამბები