20 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და მოთხოვნები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში სარესტორნო ინდუსტრიისთვის დაწესებულ შეღავათებზე.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით, ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნო ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში მოხდება სარესტორნო ინდუსტრიისთვის საბანკო და ლიზინგის სესხების ნაწილის სუბსიდირება.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოძებნილი იყოს გზები, რომლითაც ამ სფეროს გადარჩენის და სამუშაო ადგილების შენარჩუნების საშუალება მიეცემა.

მინისტრი ნათია თურნავას თქმით, საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ საკითხებსაც, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს სარესტორნო ინდუსტრიას იმ პროგრამებში მონაწილეობისას, რომელსაც მთავრობა ბიზნესის დასახმარებლად ახორციელებს.

დღის ამბები