25 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
პარიზში საპროტესტო აქციაზე "როიტერის" ოპერატორი დაშავდა

პარიზში შაბათ-კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ოპერატორი დაშავდა. კლოტერ აჩი აცხადებს, რომ მას ერთ-ერთი სამართალდამცველი, სრულიად მშვიდ ვითარებაში ხელკეტით გაუსწორდა. ოპერატორს მარჯვენა მხრის დაზიანება აქვს და რეაბილიტაციას კლინიკაში გადის.

სააგენტო "როიტერში" აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ძალადობრივ ქმედებებს. სააგენტო "როიტერი" მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, უზრუნველყონ მედიის უსაფრთხოება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში სამართალდამცავი უწყებისთვის უფლებამოსილების გაზრდას მოჰყვა. 

დღის ამბები