20 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი ეფექტები - სპეციალისტები ალერგიულ ადამიანებს ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევენ

აქტიური იმუნიზაციის დაწყებიდან მეორე დღეს ბრიტანეთში საუბარი პრეპარატის გვერდით მოვლენებზე დაიწყეს.

95 პროცენტიანი ეფექტურობის ვაქცინას გვერდითი მოვლენა აქვს. გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლები ალერგიულ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევენ. იმუნიზაციის უკუჩვენება 2 ადამინს გამოუვლინდა.

უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის პროცესის დაწყებას ელოდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვას რამდენიმე დღეში მიიღებს.

გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელმა, შესაძლოა, გერმანიაში ვაქცინაციის პროცესი შეაფერხოს. ანგელა მერკელის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ვაქცინაცია ახალი წლის პირველ დღეებში უნდა დაიწყოს.

 

დღის ამბები