18 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
"საამაყოა ფაქტი, რომ ნახევარმთვარიანი და ვარსკვლავიანი აზერბაიჯანული დროშა მთიან ყარაბაღში ფრიალებს" - ერდოღანი ბაქოში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა. სტუმარს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულმა დახვედრა მოუწყო.

ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი ბაქოში დაგეგმილ 10 დეკემბრის გამარჯვების აღლუმს დაესწრება. რის შემდეგაც მასპინძელ კოლეგასთან მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლების შედეგებს, ორმხრივ ურთიერთობებს და საერთაშორისო და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ერდოღანმა კომენტარი ილჰამ ალიევთან შეხვედრამდეც გააკეთა. მისი თქმით, საამაყოა ის ფაქტი, რომ ნახევარმთვარიანი და ვარსკვლავიანი აზერბაიჯანული დროშა მთიან ყარაბაღში ფრიალებს.

ერდოღანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების პერიოდში აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერა ღიად არაერთხელ გამოხატა.

დღის ამბები