19 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
თუ ხალხი მოითხოვს, რომ საჭიროა ჩემი დახვრეტა ან ჩამოხრჩობა, იყოს ასე - ნიკოლ ფაშინიანი

მთავრობის სხდომის პარალელურად, ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის, დიალოგი აწარმოოს ნებისმიერ ძალასთან, რომელიც მუქარის ენით არ საუბრობს.

"თუ ხალხი მოითხოვს, რომ საჭიროა ჩემი დახვრეტა ან ჩამოხრჩობა, იყოს ასე, მაგრამ ეს ხალხის აზრი უნდა იყოს და არა ცალკე ჯგუფების," - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

დღის ამბები