20 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
ალბანეთის დედაქალაქში კარანტინის დროს პოლიციის მიერ 25 წლის მამაკაცის მკვლელობა მასშტაბურ აქციაზე გააპროტესტეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები პოლიციის მიერ 25 წლის კლოდიან რაშას მკვლელობას აპროტესტებენ. დემონსტრანტების თქმით, პოლიციამ მამაკაცი კარანტინის წესის დარღვევის გამო მოკლა. აქციის მონაწილეებმა საახალწლო ნაძვის ხე დაწვეს და დეკორაციები გაანადგურეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ 25 წლის კლოდიან რაშა პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა და გაიქცა, ერთ-ერთმა ოფიცერმა კი ჩათვალა, რომ მამაკაცი შეიარაღებული იყო და მას ესროლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი დაკავებულია.

დღის ამბები