19 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
აშშ-ში კოვიდინფიცირების, ლეტალური შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზების უმაღლესი მაჩვენებელი დაფიქსირდა

პანდემიის გავრცელების მორიგი ანტირეკორდი აშშ-ში - ქვეყანაში კოვიდინფიცირების, ლეტალური შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზების უმაღლესი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 232, 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3,309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 108,000 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ევროპის შემდეგ, რომელიც, ამ დროისთვის, კორონავირუსის გავრცელების მხრივ წითელ ზონადაა გამოცხადებული, COVID-19 სწრაფად ვრცელდება აზიაშიც. პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა იაპონიაში. ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანა COVID-19-ის გავრცელების შეჩერებას ვერ ახერხებს.

მსგავსია ვითარება სამხრეთ კორეაშიც. დედაქალაქ სეულში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ინფიცირების სტატისტიკური მონაცემები არ მცირდება.

გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, ფაიზერისა და ბიოტექის ვაქცინის ეფექტურობა აშშ-შიც დაადასტურეს. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ქვეყანაში 20 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. პრეპარატის შემქმნელი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეპარატის დიდი დოზით წარმოებისთვის თანამშრომლები არ ჰყოფნით, რის გამოც ვაქცინა ევროპისთვის ახალი წლის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები